ფსიქოლოგია: მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ფსიქოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეიძენს საბაზისო ცოდნას ფსიქოლოგიის სფეროში, რომელიც მოიცავს:
- ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, განვითარების ისტორიას
- ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებს
- კვლევის მეთოდებს
- ფსიქოლოგიის ძირითად დარგებს (სოციალური, პიროვნების, განვითარების, განათლების, კლინიკური და სხვ.)
პროგრამით გათვალისწინებულია გაღრმავებული სწავლების (მოდულის) შესაძლებლობა სამი მიმართულებით: კლინიკური ფსიქოლოგია, ადამიანური რესურსების მართვის ფსიქოლოგია და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია.
ინგლისურენოვანი ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს განათლების, ჯანდაცვის, მართვის, წარმოებისა და ბიზნესის, მოსახლეობის სოციალური დახმარების სფეროში და სხვ. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს კვლევითი ორგანიზაციები, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრები; ტრენინგის ცენტრები; ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარი; ბავშვთა და მოზრდილთა პოლიკლინიკა, ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო ცენტრები; ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო ცენტრები; სპეციალიზებული საბავშვო დაწესებულებები (საბავშვო ბაღი და სკოლა), სარეკლამო და PR ინდუსტრია, საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრები, კერძო პრაქტიკა და ა.შ.