მემორანდუმის მიზანია ინტერნეტ ტელევიზია „არტარეასა" და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული სტაჟირების პროცესში ჩართვა, ასევე, ვაკანსიის არსებობის და საჭიროების შემთხვევაში მათი დასაქმება.
ამ ეტაპზე მედიის სკოლის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები "არტარეასთვის" უკვე ქმნიან რეპორტაჟებს, კულტურის სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ. CSM–ის პროდუქტს მალე დრო დაეთმობა ტელეკომპანია "იმედის" ეთერშიც. სტუდენტების მიერ მომზადებული ახალი ამბები ამ არხზე გავა "არტარეასთვის" გამოყოფილ დროში, ყოველ პარასკევს, საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკის" ღამის 12 საათიანი გამოშვების დასრულების შემდეგ. CSM-ის სტუდენტების ავტორობით შექმნილ კულტურის ახალი ამბების გამოშვებას ერქმევა "ტრაექტორია".
{phocagallery view=category|categoryid=291|limitstart=0|limitcount=0}