მედია სკოლის სტუდენტები სტუმრად "მაესტროში"

11 იანვარი
მომავალი ჟურნალისტები ახალი ამბების რედაქციის მუშაობის პრინციპებსა და რეჟიმს გაეცნენ.

სტუდენტების შეკითხვებს რედაქციის მთავარმა პროდიუსერმა სოფო ზურაბიანმა და წამყვანმა მაკა ცინცაძემ უპასუხეს. სტუდენტები დაინტერესდნენ, როგორც ახალი ამბების მომზადების შინაარსობრივი ნაწილით, ასევე, ტექნიკური დეტალებით. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულად მიედევნებინათ თვალი საინფორმაციო გამოშვებისთვის ტელევიზიის სააპარატოდან, საკუთარი თვალით ენახათ "ნიუსის" სრული საეთერო ციკლი და გაერკვიათ ამ ციკლში მონაწილე პერსონალის როლები.

მასპინძლებს შორის იყო კავკასიის მედიის სკოლის დეკანი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჟიჟილაშვილი; ასევე, CSM-ის კურსდამთავრებული თამთა გაზაშვილი, რომელიც არის ახალი ამბების წამყვანი და ჟურნალისტია.


{phocagallery view=category|categoryid=554|limitstart=0|limitcount=0}