ასევე მედია პრობლემების განხილვას ისახავდა. გურამ წიბახაშვილის კლასის ფოტოპროექტი „ქალაქი" კიდევ ერთხელ, ამჯერად ბათუმის პრეს-კაფეში გამოიფინა. მოგვიანებით კი მედიის სკოლის სტუმრების, ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლების, სტუდენტებისა და ლექტორების მონაწილეობით გაიმართა დისკუსია თემაზე „პროფესია ჟურნალისტი". საუბარს მედიის სკოლის ლექტორი ზვიად ქორიძე გაუძღვა. საღამო მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის „პროფესია რეპორტიორის" ჩვენებით დასრულდა. მედიის სკოლის სტუდენტები და ლექტორები შეხვდნენ ბათუმის საშუალო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებს. მათ შორის იყო: I, II, V, VIII, XVI სკოლები, "ევროპა 2000", ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა და ადგილობრივი მედიის სკოლა. საუბარი მოსწავლეების მომავალ პროფესიებს შეეხო.