13 ნოემბერს,კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ბრენდინგის სპეციალისტის, ალექსი ჩიქოვანის მასტერკლასი გაიმართა, თემაზე - “ბრენდი და ბრენდინგი: ჭკვიანური გადაწყვეტილება”.
შეხვედრაზე სტრატეგიული კომუნიკაციით დაინტერესებულ სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება ინფორმაცია მიეღოთ ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და კომუნიკაციების შესახებ და სპიკერისთვის კითხვები დაესვათ.
მასტერკლასი გაიმართა კავკასიის მედიის სკოლის პიარ ინსტიტუტის ორგანიზებით.
მასტერკლასის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.