18 მაისს, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ასევე, PR (პიარისა) და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.
ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:
I ადგილი - მარიამ ბექაია, თეკლა ზღუდაძე
თემა - „ინოვაციური ტექნოლოგიებისა და რესურსების სიმწირე მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში“
II ადგილი - ანანო დიდებაშვილი, ლიზა ახალაძე
თემა - „იკლებს თუ არა თანამედროვე ქართული საზოგადოების ნდობა მედიის მიმართ და რატომ?“
III ადგილი - ანი მელაძე
თემა - ”Standards for coverage of LGBTQ events on Georgian TV channels and compliance with international standards“