მესამეკურსელები თენგიზ ტაბატაძე და დავით ჭუმბურიძე იმ სტუდენტებს შორის იყვნენ, ვინც ღონისძიების ახალგაზრდულ პანელში მიიღეს მონაწილეობა. "სტუდენტური მედია - თანამედროვე ტენდენციები" - კონფერენციამ ამ სახელწოდებით მედიაპროფესიონალები და სტუდენტები სადისკუსიო თემებით გააერთიანა.
მედიაკონფერენცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს ორგანიზებით გაიმართა და ფონდის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენცია მიზნად ისახავდა ქართულ მედიასივრცეში არსებული ვითარების განხილვასა და განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობას. რეგიონული მედიაზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესსა და მედიის თანამედროვე ტენდენციებზე დისკუსიების შემდეგ ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციების პრეზენტაცია მოეწყო. პუბლიკაციებს შორის კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტების მიერ გამოცემული ჟურნალი "Generation 2010" იყო.
{phocagallery view=category|categoryid=536|limitstart=0|limitcount=0}