მიუხედევად იმისა, რომ მედიის სკოლის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდი „რეისი 2235" კონკურსს გამოეთიშა, მან მაყურებელთა ყველაზე დიდი სიმპათია დაიმსახურა. Facebook–ის სპეციალურად შექმნილ გვერდზე მედიის სკოლის „რეისმა" ყველაზე მეტი მოწონება მიიღო, რის გამოც პროექტის ორგანიზატორმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველას პერსონალური კომპიუტერი გადასცა საჩუქრად.
შეგახსენებთ, რომ კონკურსში ერთმანეთს 6 ჯგუფი შეეჯიბრა. კონკურსანტებმა 2 ტურისგან შემდგარი კასტინგი გაიარეს. 1500 აპლიკანტიდან მეორე ტურში 170 გადავიდა, ხოლო გასაუბრების შემდეგ, ჟიურიმ 30 საუკეთესო კონკურსანტი შეარჩია. პილოტელები ერთმანეთს მედია პროდუქტის შექმნაში შეეჯიბრნენ.
სწორედ საუკეთესოთა შორის აღმოჩნდნენ CSM–ელები: მარიამ ყანჩაველი, ნინო იმნაიშვილი, ელენე გვასალია, ნინო კვირკვია. კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მათ ყველაზე ფასეულ, მაყურებელთა სიმპათიის პრიზს. მედიის სკოლა კი მადლობა უხდის ყველას მხარდაჭერისთვის.
მაყურებელთა სიმპათიის პრიზი CSM-ს
11 იანვარი