კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

11 ივლისი 2023

3-5 ივლისს, კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს.

 

მაგისტრანტებმა წარმოადგინეს სამაგისტრო ნაშრომები თემებზე: "ონლაინ ვაჭრობა და სოციალური დასწავლის გავლენა მომხმარებელთან მსყიდველობით ქცევაზე"; "კერძო უნივერსიტეტების ვებსაიტების ეფექტიანობა აბიტურიენტებზე"; "პოლიტიკური კამპანიების დროს, რომელი ემოციის გამოყენება ახდენს გავლენას ელექტორალურ არჩევანზე"; "ლიდერობა და კომუნიკაცია".

 

კომისიამ, აკადემიური პერსონალის და მოწვეული სპეციალისტების შემადგენლობით, მაგისტრანტების ნაშრომები დადებითად შეაფასეს.