1-2 ივლისს, კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს.
მაგისტრანტებმა წარმოადგინეს სამაგისტრო ნაშრომები თემებზე: შიდა კომუნიკაცია, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის ინდიკატორი, PR და მარკეტინგის როლი ახლად დაარსებულ მცირე ბიუჯეტიან ბიზნესში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლი საქართველოს საჯარო სექტორის სტრატეგიული კომუნიკაციების მართვაში-შესაძლებლობები და გამოწვევები.
კომისიის წევრები იყვნენ: ნინო ჟიჟილაშვილი, ნატა ასათიანი, ირინე ცინცაძე და გიორგი ჯოლოგუა.
კომისიამ, აკადემიური პერსონალის და მოწვეული სპეციალისტების შემადგენლობით, მაგისტრანტების ნაშრომები დადებითად შეაფასა.