16 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს" მიერ გამართულ კონკურსში I ადგილი დაიკავეს.
კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ჩატარდა. სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამების სტუდენტებმა ჯერ მონაცემთა ანალიზისა და ჟურნალისტური გამოძიების ხერხების შესახებ ტრენინგი გაიარეს, შემდეგ კი პროფესიონალური მასალები შექმნეს.
გამარჯვებულები - კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის IV კურსის სტუდენტები:
ანი მელაძე და ქრისტინე შამათავა
კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.