4 და 6 ივლისს კავკასიის მედიის სკოლაში ჩატარდა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა წარადგინეს სადიპლომო ნაშრომები ისეთ თემებზე, როგორიცაა: სტრატეგიული კომუნიკაცია, მარკეტინგული კომუნიკაციები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბრენდინგი, რეკლამა და სხვა.
ნაშრომების წარდგენის შემდეგ, კომისიის წევრებმა მაგისტრანტებს პროფესიული რჩევები და რეკომენდაციები მისცეს.