CSM ახალგაზრდების მედია წიგნიერებისთვის - V სატრენინგო სესია

23 მარტი 2019

21-23 მარტს, კავკასიის მედიის სკოლის პროექტის "CSM ახალგაზრდების მედია წიგნიერებისთვის" ფარგლებში, V ფინალური სესია გაიმართა.

 

მოზარდებმა შეისწავლეს, თუ როგორ გახდნენ მედიის ყურადღებიანი მომხმარებლები: როგორ გაარჩიონ ნამდვილი ინფორმაცია ტყუილისგან, როგორ გადაამოწმონ ფაქტები, როგორ იყვნენ აქტიური და ინფორმირებული მოქალაქეები; ასევე, ახალგაზრდებმა განივითარეს ახალი ამბის გადმოცემის, სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდების მართვისა და კამერის წინ არგუმენტირებულად საუბრის უნარ-ჩვევები.

 

მედია წიგნიერების პროექტი 6 თვიანი იყო. სესიები იმართებოდა თვეში ერთხელ. ამ დროის განმავლობაში მასში მონაწილეობა მიიღო 75-მა ახალგაზრდამ, მთელი საქართველოდან: ბათუმიდან, ფოთიდან, ქობულეთიდან, ახალციხიდან, გორიდან და თბილისიდან.

 

პროექტს მასპინძლობდა კავკასიის მედიის სკოლა და მისი დეკანი, ნინო ჟიჟილაშვილი. ტრენერები - მედიისა და კომუნიკაციების სფეროს ფართო პროფილის სპეციალისტები - სოფო კვინტრაძე, სალომე უგულავა და ბექა ადამაშვილი. პროექტში ჩართულები იყვნენ CSM-ის სტუდენტები. მისი დონორი იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.