ლიკა დაუშვილის ფილმი დაკას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზეა წარდგენილი. ფილმი კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით არის გადაღებული და ლიკას სადიპლომო ნამუშევარია.
“Between the lines” ასე ჰქვია ფილმს, რომლიც შემოქმედებით კრიზისში მყოფი ახალგაზრდა მწერლის განწყობებს ასახავს. პერსონაჟი - ანა ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს იმ სიჩუმესა და სიცარიელეს, რაშიც ის იმყოფება. ერთ დღეს ანა ნახავს უცნაურ სიზმარს, რომელიც მასზე ძალიან იმოქმედებს. სწორედ აქედან იწყება ფილმის პერსონაჟისთვის რეალური და ირეალური სამყაროების ერთმანეთში აღრევა. ლიკა დაუშვილი ფილმის რეჟისორი და სცემარის ავტორია.
დაკას კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრების ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორუმია სამხრეთ აზიაში. პირველად ის 1988 წელს გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ლიკა დაუშვილს.