გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის მედიის სკოლის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა წარმოადგინეს ფოტოპროექტი "გარემო და ჩვენ".
კავკასიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა, რომელიც მომზადდა სასწავლო კურსის "მედია და გარემოს" ფარგლებში.
ღონისძიების მენტორი იყო მაკა ჩიჩუა.