სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალები შეემატნენ

11 ივლისი 2017

11 ივლისს, კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს. კომისიამ, სფეროს პროფესიონალებისა და აკადემიური პერსონალის შემადგენლობით, მაგისტრანტების ნაშრომები დადებითად შეაფასა და აღინიშნა, რომ კვლევები ეხმიანება სფეროს თანამედროვე ტენდენციებს. მათი აზრით, ნაშრომების უმეტესობა მოიცავს ისეთ კვლევებს, რაც ბაზარზე მოქმედ კომპანიებს და პოლიტიკაში ჩართულ პირებს რეალურად გამოადგებათ.

 

სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს:

 

  • თამუნა გოდერძიშვილი - „ციფრული მედიატექნოლოგიების როლი სტრატეგიულ კომუნიკაციაში“;
  • ანა ნიკიფი - „პოლიტიკური პიარი ქართულ საარჩევნო პროცესში“;
  • ლანა დარჯანია - „სოციალური ქსელის “facebook"-ის როლი პოლიტიკოსის იმიჯის ფორმირებაში“;
  • გვანცა ფირიაშვილი - „სარეკლამო მენეჯმენტი“;
  • დიანა კომახიძე - „სტრატეგიული კომუნიუკაციების როლი სასტუმროს იმიჯის ფორმირებაში“;
  • ლეონა შათირიშვილი - სოციალური მედიის როლი ბრენდის ცნობადობის შექმნაში ჩაის ბრენდ „გურიელის“ მაგალითზე.