„კონფლიქტების გაშუქების" კლასის ფარგლებში მათ გასულ კვირას იმიტირებული ომის – იგივე "სტრაიკბოლის" გაშუქება დაევალათ. მოპოვებული მასალის გამოყენებით ორი რეპორტაჟი, ერთი ფოტორეპორტაჟი და ხუთი სტატია მომზადდა.
თამაშის წესების თანახმად, ერთმანეთს ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა. სცენარის მიხედვით, მიტოვებულ სოფელ ძველ ვეძისში, სამხედროთა პატრულირების გადაღებისას, ჟურნალისტთა ერთი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. მათ დასახსნელად დაჯგუფება „ლეგიონმა" მოწინააღმდეგეთა თავშესაფარი შტურმით აიღო და ჟურნალისტები გაათავისუფლა. სცენარში იყო მწვავე ეპიზოდებიც: შტურმის დროს ერთი ჟურნალისტი დაიჭრა, თუმცა "სტრაიკბოლის" წესებით, ტყვიებიც და ხელყუმბარებიც უსაფრთხოა. საბოლოო ჯამში, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტურ გარემოში მუშაობამ სტუდენტებს კარგი გამოცდილება მისცა.
კონფლიქტების გაშუქების კლასს ნინო ჟიჟილაშვილი და გიორგი ცხვიტავა ხელმძღვანელობენ. ფინალურ პროექტებს სტუდენტები პოსტ–კონფლიქტური ზონის სოფლებიდან მოამზადებენ.
ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე CSM Study Zone
WARNING: ბლოგზე გამოქვეყნებული ყველა მასალა იმიტირებულია!
CSM-ის სტუდენტებმა ახალი სასწავლო ბლოგი შექმნეს
11 იანვარი