სამაგისტრო ნაშრომების დაცვა მედიის სკოლაში

14 ივლისი 2021

 

12 ივლისს, კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს.

 

 მაგისტრანტებმა წარმოადგინეს სამაგისტრო ნაშრომები თემებზე: კორპორაციული ოციალური პასუხისმგებლობა, ინფლუენსერ-მარკეტინგი, მარკეტინგული კომუნიკაციები, სტრატეგიული კომუნიკაცია და ბრენდინგი.

 

კომისიამ, აკადემიური პერსონალის და მოწვეული სპეციალისტების შემადგენლობით, მაგისტრანტების ნაშრომები დადებითად შეაფასა.