3 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“, კერძო სკოლა „Ib მთიები“-ის მე-12 კლასის მოსწავლეები ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის და კავკასიის მედიის სკოლის პიარის (PR) საბაკალავრო და სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს ნატა ასათიანს შეხვდნენ.
ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: საჯარო გამოსვლების ხელოვნება, როგორ გამოვიმუშაოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები, რა უნარების ადამიანია კარგი კომუნიკატორი, როგორ გამოვიმუშაოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
ლექციას, ასევე, სკოლა „Ib მთიები“-ის მხრიდან მე-12 ჰუმანიტარული კლასის კოორდინატორი თეა გუნიავა ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი და სკოლა აიბი მთიები წლებია, რაც ურთიერთთანამშრომლობენ და ახორციელებენ ერთობლივი ღონისძიებებსა თუ სხვადასხვა აქტივობებს.