8 მაისს, კავკასიის მედიის სკოლას ჩიკაგოს ორი უნივერსიტეტის - დეპოლისა და ლოიოლას წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანი, CSM-ის ჟურნალისტიკის პროგრამის განვითარებაში დახმარებაა.
ამერიკელი პროფესორები გაეცნენ მედიის სკოლის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამას, შეხვდნენ სკოლის დეკანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტებს. ვიზიტი შედგა საქართველოში აშშ-ს საელჩო მედიის განათლების პროგრამის ფარგლებში. სტუმართა შორის იყვნენ: სანდრა გაი კოლინა და დენის მატსონი, დეპოლის უნივერსიტეტიდან; ჯოენ გოჰენი და რიჩელ როელსი, ლოიოლას უნივერსიტეტიდან.