21-24 ნოემბერს კავკასიის უნივრსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტები - ანა თათეშვილი, ელენე თვაური და მარიამ ბექაია და პროექტის Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research ფარგლებში სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაზე იმყოფებოდნენ ლვოვში, უკრაინაში.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით და მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები, ჟურნალისტთა ასოციაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. გერმანიიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები გადანაწილდნენ ფოტო/ბლოგის, პოდკასტის, ვიდეოსა და კვლევის სამუშაო ჯგუფებში. შეხვედრების მთავარი თემა იყო უკრაინაში არსებული პოლიტიკური სისტემები, შეიარაღებული და გაყინული კონფლიქტები, მედიაზე ზეწოლა და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა.
ვიზიტისას მონაწილეები და პროექტის ორგანიზატორები შეხვდნენ უკრაინულ ჟურნალისტურ გაერთიანებებს, სატელევეზიო და ონლაინ მედიის (the National Journalists Union, “Pershiy Zakhidniy” TV channel, “Zaxid.net”) წარმომადგენელებს. ამასთან, განხორციელდა სხვადასხვა სახის შემეცნებითი/კულტურული ვიზიტები ლვოვში.
დასკვნით ნაწილში გაიმართა კონფერენცია, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები. მომდევნო დღეებში პროექტი გაგრძელდება კიევში.