მედიაწიგნიერება აზარტული თამაშების წინააღმდეგ

21 თებერვალი 2020

"მედიაწიგნიერება აზარტული თამაშების წინააღმდეგ" - კავკასიის მედიის სკოლის კვლევების ახალი მიმართულებაა.

 

კვლევის მიზანია, სპეციალური სემინარების საშუალებით, სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება თემაზე, როგორ ცდილობს აზარტული თამაშების ინდუსტრია მათ თამაშში ჩართვას, რეკლამებისა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ხრიკის საშუალებით.

 

კვლევის ავტორმა, გიორგი ჯოლოგუამ, პირველი სემინარი იტალიურ სკოლა „ცისკარში" ჩაატარა.