21 მაისს, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ასევე, PR (პიარისა) და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.
ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:
I ადგილი - ავდინა ჯაოშვილი და ელენე ხაჩიაშვილი
თემა- „რეკლამის მნიშვნელობის კვლევა საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკაში“
II ადგილი - თამარ ყაზაიშვილი
თემა- “ზარტული თამაშების რეკლამირება მედიაში და მათი გავლენა მოზარდებზე”
III ადგილი - ანანო დიდებაშვილი და ლიზი ახალაძე
თემა- “ რა ბედი ელის რადიოს ტექნოლოგიების საუკუნეში?”