შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა 2021 წლის საგრანტო კონკურსში კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალის ორი პროექტია გამარჯვებული.
ბიზნესის სკოლის პროფესორის, ერეკლე პირველის პროექტი: "ფინანსური ინფორმაციის დროულობა საქართველოში: როდესაც საკანონმდებლო და საბაზრო სტიმულები წინააღმდეგობაშია" შეეხება კორპორაციული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების ვადებს განვითარებადი საქართველოს კონტექსტში, სადაც კაპიტალის ბაზრის უფუნქციობის პირობებში, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროების ვალდებულება დაუდგა მთლიან ბიზნეს სექტორს. საპროექტო წინადადებამ სამეცნიერო მიმართულებაში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
მედიის სკოლის ასისტენტ პროფესორის გიორგი ჯოლოგუას პროექტი: „მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში“ შეეხება მედიაწიგნიერების კომპეტენციის ფორმალურ სასკოლო განათლებაში ინტეგრაციის ექსპერიმენტირებასა და შედეგების შესწავლას.