ერთი თვის განმავლობაში ელენემ პრაქტიკა გაიარა რადიო ”Deutschradio24sieben”-ში და ტელეკომპანია ”Sat1”-ში. სტაჟირების განმავლობაში ის სრულფასოვნად იყო ჩართული გერმანულენოვანი რედაქციების მუშაობაში. საერთო ჯამში ელენე სამი რადიოგადაცემა მოამზადა. მათ შორის ერთი საქართველოს შესახებ. ტელევიზიაში კი არჩევნების გაშუქება მოუხდა, რამაც, როგორც თავად აღნიშნავს, ”დიდი გამოცდილება დაუგროვა”.
გერმანიაში გასამგზავრებლად საჭირო სტიპენდია ელენემ გოეთეს ინსტიტუტისა და “deutschradio24sieben”-ის მიერ დაფინანსებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. კონკურსი სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ჩატარდა და ყოველ ქვეყანაში თითო გამარჯვებული გამოავლინა.
კავკასიის მედიის სკოლა ელენე გვასალიას წარმატებას უსურვებს.