საზაფხულო სკოლა - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“

2 აგვისტო 2024

კავკასიის მედიის სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ - მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

საზაფხულო სკოლის სწავლება ჩატარდა ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - „მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში“.

 

საზაფხულო სკოლის შეხვედრებში თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ორმოცდაათამდე უფროსკლასელმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.