15 ნოემბერს, მედიის სკოლის ორგანიზებით და მოწვეული ლექტორის მარიამ გამდლიშვილის ინიციატივით სალექციო კურსის ,,საინფორმაციო ოპერაციები და სტრატეგიული კომუნიკაციების" ფარგლებში, Guest speaker-ის სტატუსით ამერიკელი დიპლომატი, Georgetown University-ის და National War College-ის პროფესორი, სტრატეგიული კომუნიკაციების და სახალხო დიპლომატიის ექსპერტი და მკვლევარი ვივიან ვოქერი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია.
ვივიენი შეხვდა მედიის სკოლის სტუდენტებს და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები, კიბერ უსაფრთხოება, პროპაგანდა, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები. ასევე,შეეხო მსოფლიო უსაფრთხოების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ თემებს. გაანალიზა სტრატეგიული კომუნიკაციების როლი პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.