მიღების წესები

კავკასიის მედიის სკოლის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

 

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასაბარებელი საგნები:

 

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხო ენა: ან ინგლისური, ან გერმანული, ან ფრანგული, ან რუსული;
  • ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია.

 

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამების ღირებულებაა 6,990 ლარი.

 

სწავლა უფასოდ: TOP 501

 

კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ეს უნიკალური შეთავაზება სრულად უფინანსებს სწავლას მათ, ვინც პირველ პრიორიტეტად აირჩევს კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას და ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით ქვეყნის მასშტაბით მოხვდება 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის. ასეთი სტუდენტი უფასოდ ისწავლის სრული პროგრამის განმავლობაში.

 

CU გრანტი: სწავლა თანადაფინანსებით

 

კავკასიის უნივერსიტეტი თანადაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს მათ, ვინც პირველ პრიორიტეტად აირჩევს მის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამას და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 2000 ან მეტ საკონკურსო ქულას. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამაზე სწავლისას CU გრანტის მფლობელი სტუდენტი ყოველწლიურად მიიღებს შიდა დაფინანსებას - 2,500 ლარს, რაც ამ პროგრამის წლიურ საფასურს 4,490 ლარამდე ამცირებს. 

 

გრანტი სწავლის პროცესში:

 

კავკასიის მედიის სკოლაში ყოველწლიურად დგება სტუდენტების რეიტინგები აკადემიური მოსწრების მიხედვით. შესაბამისად:

 

  • კურსზე რეიტინგით პირველი გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდება
  • კურსზე რეიტინგით მეორე იხდის სწავლების საფასურის მხოლოდ 50%-ს
  • კურსზე რეიტინგით მესამეს აქვს სწავლის საფასურის 30%-იანი გრანტი