მიღების წესები

კავკასიის მედიის სკოლის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. მიღების წინაპირობა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაა.

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შეგიძლიათ ჩააბაროთ გამოცდა ან ინგლისურ, ან ფრანგულ, ან გერმანულ, ან რუსულ ენებში. 

 

კავკასიის მედიის სკოლის საბაკალავრო პროგრამების ღირებულებაა 7990 ლარი.

 

ჩვენთან მოქმედებს საუნივერსიტეტო საგრანტო სისტემა.

 

გრანტი ჩარიცხვისას:

 

  • აბიტურიენტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამებს პირველ პრიორიტეტად აირჩევს და მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან სახელმწიფო გრანტს, მიიღებს 3000 ლარის ოდენობით შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში.

 

გრანტი სწავლის პროცესში:

 

  • კურსზე რეიტინგით პირველი გადასახადისგან მთლიანად თავისუფლდება
  • კურსზე რეიტინგით მეორე იხდის სწავლების საფასურის მხოლოდ 50%–ს
  • კურსზე რეიტინგით მესამეს აქვს სწავლის საფასურის 30%–იანი გრანტი

 

ჩასაბარებელი საგნები:

 
 
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხო ენა (გერმანული ან ინგლისური ან რუსული ან ფრანგული);
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია,).