მიღების წესები

კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:

 

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
  • ინგლისური ენის ცოდნა, ბ2 დონეზე. შეგიძლიათ: ან წარმოადგინოთ ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან გაიაროთ საუნივერსიტეტო ტესტირება;
  • ინტერვიუ საუნივერსიტეტო კომისიასთან.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია (აქ არაფერი შემიცვლია და დავოტოვთ)

 

  • დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • CV/რეზიუმე
  • 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი/CD
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი
  • სამოტივაციო წერილი
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

თარიღები

 

  • საბუთების მიღების ვადები 22 ივლისი - 5 სექტემბერი, 10:00-18:00 საათამდე, ოთახი A2;
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან - 8 სექტემბერი, 2026; 
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) - 9 სექტემბერი, 2026.

 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

პროგრამა წლიური საფასური წლიური საფასური - CU გრანტით
სტრატეგიული კომუნიკაცია (პიარი) 8990 ლარი 4495 ლარი

 

CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება

 

მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.

 

CU გრანტის შენარჩუნების პირობები:

 

1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები

 

  • CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
  • პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი. 
  • სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.

 

საგრანტო გამოცდის ნიმუში

ინგლისური ენის გამოცდის ნიმუში