კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ თავად შეიდგინოთ საკუთარი გრაფიკი და განისაზღვროთ სამაგისტრო პროგრამის დასრულების გეგმა.
სწავლების ხანგრძლივობა არის 2 წელი, დასაშვები ხანგრძლივობა 5 წელი.
პროგრამა არის 120 ECTS კრედიტიანი. ის შედგება 15 საგნისა და სამაგისტრო ნაშრომის კრედიტების ჯამისგან, სადაც თითოეული საგნის აკადემიური წონა არის 7 ECTS კრედიტი, ხოლო სამაგისტრო ნაშრომის აკადემიური წონა - 15 ECTS კრედიტი.
ლექციების დრო: 18:00-22:00
სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას
კავკასიის მედიის სკოლა ხელს შეგიწყობთ საერთაშორისო გაცვლებში, პროფესიულ პრაქტიკაში, დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.