მედიახელოვნებისა და რეჟისურის პროგრამის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრები (2016)

1 ოქტომბერი 2016

ეკა საჩიშვილის დოკუმენტური ფილმი “The Choice”

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმი სამი ახალგაზრდას შესახებ, რომლებსაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევის შემდეგ საზოგადოებაში თავისი ადგილის ძებნა უწევთ. ფილმი არ მოგვითხრობს ამბავს, ის ახდენს გმირების განცდების ვიზუალიზაციას.

 


მარიამ ნიკოლაიშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “თანატოსი”

 

 

ახალგაზრდა მამაკაცი ფიქრობს თვითმკვლელობაზე. მას გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება ადამიანი, რომელსაც დახმარების თავისებური, განსხვავებული მეთოდი აქვს.

 


ლიკა დაუშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “Between the Lines”

 

 

შემოქმედებით კრიზისში მყოფი ახალგაზრდა მწერალი ანა ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს იმ სიჩუმესა და სიცარიელეს, რაშიც ის იმყოფება. ერთ დღეს ანა უცნაურ სიზმარს ნახავს. სწორედ აქედან იწყება მისთვის რეალური და ირეალური სამყაროების ერთმანეთში აღრევა.


 

ნათია ნაკანის ფოტოპროექტი “ქორთე ლიტეხ”

 

 

ავტორისგან: მულტმედია პროექტი, რომელიც გადავიღე ჩემს მშობლიურ ზემო სვანეთში. კერძოდ, მესტიაში.მადლობა სვან ახალგაზრდებს ამ პროექტში მონაწილეობისთვის და ძალიან დიდი მადლობა ჩემს მენტორს დინა ოგანოვას.

 

ფოტოებზე არიან: ნათია ნაკანი, ნატა ჯაფარიძე, ზურა ნიგურიანი, როკი, ნიკოლოზ ფალიანი, ნინო ჩართოლანი, ლაშა ნიგურიანი, ლუკა ფალიანი, ნანა ჯაფარიძე, ნინი ჯაფარიძე, მარი ჯაფარიძე