შეხვედრა ლექსო ხუბულავასთან

11 იანვარი

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლას „JOBS.GE"-ის დამფუძნებელი ლექსო ხუბულავა ეწვია. მან სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

 

ლექსო ერთ–ერთი პირველი ქართველია, რომელმაც კომერციული ინტერნეტ–პროექტი განახორციელა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა, ის რომ სამსახურის მაძიებელთათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო საქართველოში არსებული ვაკანსიები.


მან შეხვედრისას სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა, სადაც ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა 30-40%-ით იზრდება. აქვე აღინიშნა, რომ ქართულ ბაზარზე ამ მიმართულებით სპეციალისტების ნაკლებობაა. სტუმარმა სტუდენტებს მომავალი კარიერის დასაგეგმად პრაქტიკული რჩევები მისცა.