25 მარტს, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ნახევარფინალის დირექტორი თემურ ზარქუა შეხვდა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პირველკურსელებს.
შეხვედრა საინფორმაციო ფორმატში ჩატარდა. სტუდენტებმა შეიტყვეს თუ როგორ ხდება პროგრამირების ოლიმპიადების ორგანიზება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ისინი გაეცნენ თუ რა არის თანამედროვე ოლიმპიადებში მოთხოვნადი, სად და როდის იმართება ისინი.
აღსანიშნავია რომ მთავარი, მონაწილეობის წარმატებით დასასრულებლად, საჭიროა ინტენსიური შრომა და გამოცდილების დაგროვება. ბატონმა თემურმა გაუზიარა სტუდენტებს მისი გამოცდილება და ურთიერთთანამშრომლობის ხელიც გაუწოდა მათ.
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პირველკურსელების შეხვედრა თემურ ზარქუასთან
11 იანვარი