ბოლო ორი წელია, რაც ანდროიდის სმარტფონების გაყიდვებმა აიფონის გაყიდვების რაოდენობას გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, ანდროიდის პოპულარობა უფრო მეტად გაიზრდება.
დღესდღეისობით დაახლოებით 50 ათასამდე ანდროიდის დეველოპერი არსებობს და ვფიქრობთ, რომ საქართველოსაც აქვს შანსი შექმნას პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ანდროიდის აპლიკაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ქართველი დეველოპერების ჯგუფი ხელს შეუწყობს ანდროიდის განვითარებას საქართველოში. პროექტს კოორდინაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე.
ჯგუფში გაწევრიანებულები არიან კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პირველკურსელი და მეორეკურსელი სტუდენტები: რევაზ ზაკალაშვილი, დემურ ნოდია, გიორგი გაგოშიძე, ირაკლი ჭიტაძე და გიორგი ტყეშელაშვილი.
CST-ში დეველოპერების ჯგუფი შეიქმნა
11 იანვარი
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში ხუთკაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ანდროიდის განვითარებაზე აქტიურად იმუშავებს. ანდროიდი Apple-ის iOS-თან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმაა, რომელიც ტაბებსა და სხვა მოწყობილობებში აქტიურად გამოიყენება.