19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის, რომლებიც აბარებენ ელექტრონიკა და კომპიუტერულ ინჟინერიაზე ან კომპიუტერულ მეცნიერებებზე, გაიმართა კონკურსი - "ტექნოლიგა".
მონაწილეებს მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც ციფრული ლოგიკური ელემენტებით სქემა და მარტივი ფუნქციონალური მოწყობილობა ააწყვეს. კონკურსის დაწყებამდე აბიტურიენტებს ელექტრონიკაში 1 საათიანი მასტერკლასი ჩაუტარდათ.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ერთი სკოლიდან დასაშვები იყო რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.
კონკურსის გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები:
I ადგილი 8 000 ლარი - გადაეცა ილია ვეკუას სახ. №42 საჯარო სკოლის გუნდს
II ადგილი 6 000 ლარი - გადაეცა თბილისის №2 საჯარო სკოლის გუნდს
III ადგილი 4 000 ლარი - გადაეცა თბილისის №63 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ოპიზას“ ერთობლივ გუნდს