ვორქშოპი თემაზე „ინტერნეტი და მონაცემთა ანალიტიკა“

31 იანვარი 2018

31 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში ევროპის რეგიონული ინტერნეტ რეგისტრატორის (RIPE NCC) წარმომადგენლებმა ჩაატარეს ვორქშოპი თემაზე „ინტერნეტი და მონაცემთა ანალიტიკა“.

 

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინტერნეტის მუშაობის თავისებურებებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

 

სპიკერებმა განიხილეს ტექნიკური სერვისები და იმსჯელეს იმ ორგანიზაციებზე,  რომლებიც ქმნიან ინტერნეტ ეკოსისტემას, ასევე, იმ სამშენებლო ბლოკებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მონაცემთა მეცნიერებისთვის.

 

სპიკერები იყვნენ:

Christian Teuschel - RIPE NCC, System Architect.

Vahan Hovsepyan - RIPE NCC, External Relations Officer, Central Asia and Caucasus.

უჩა სეთური -  RIPE NCC Fellow