CST-ის სტუდენტმა წარმატებით ჩააბარეს CyberEdu_ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა

2 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში, გამართული CyberEdu-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის 19-მა სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა.

 

სერტიფიცირება მიმდინარეობდა ორ კატეგორიაში: Introduction to Web Penetration Testing (Level 1); Ethical Hacking (Web Penetration Testing - Level 2).

 

გამოცდა შედგებოდა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილისგან. საგამოცდო პირებს, უნდა ამოეხსნათ #CyberEdu-ის ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ე.წ #CTF ტიპის პრაქტიკული დავალებები.

 

საგამოცდო პროცესს ხელმძღვანელობდა კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მთავარი სპეციალისტი, SCSA-ის ტექნიკური დირექტორი - Giorgi Akhalaia.

 

კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University და Scientific Cyber Security Association - SCSA მეორე წელია BIT SENTINEL_ის ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში.

 

თანამშრომლობის ფარგლებში კავკასიის ტექნოლოგიების სკოლასა და ასოციაციაში დაინერგა ეთიკური ჰაკინგის მიმართულების საგნები. ასევე, გარკვეული პერიოდულობით კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი SCSA_სთან ერთად, დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სთავაზობს ჰაკათონებს, ოლიმპიადებსა და კონფერენციებს.