კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის 19-მა სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა CyberEdu-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა.
სერტიფიცირება მიმდინარეობდა ორ კატეგორიაში:
- Introduction to Web Penetration Testing (Level 1)
- Ethical Hacking (Web Penetration Testing - Level 2)
გამოცდა შედგებოდა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილისგან. საგამოცდო პირებს, უნდა ამოეხსნათ CyberEdu-ის ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ე.წ CTF ტიპის პრაქტიკული დავალებები.
საგამოცდო პროცესს ხელმძღვანელობდა კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მთავარი სპეციალისტი, SCSA-ის ტექნიკური დირექტორი - გიორგი ახალაია.
კავკასიის უნივერსიტეტი და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია მეორე წელია BITSENTINEL-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში. თანამშრომლობის ფარგლებში კავკასიის ტექნოლოგიების სკოლასა და ასოციაციაში დაინერგა ეთიკური ჰაკინგის მიმართულების საგნები. ასევე, გარკვეული პერიოდულობით კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრი SCSA-თან ერთად, დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სთავაზობს ჰაკათონებს, ოლიმპიადებსა და კონფერენციებს.