CST-ის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

6 ივლისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან თანამშრომლობით გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში.

 

პროექტის სახელწოდებაა: საერთაშორისო სკოლა „კიბერ უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“.  

 

სკოლის მიზანია საქართველოში კიბერ უსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით.

 

პროექტის ფარგლებში მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვა, რუმინეთი, უკრაინა, ამერიკა, ესპანეთი, საფრანგეთი.