კავკასიის უნივერსიტეტში CyberEdu-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის მესამე სესია გაიმართა. გამოცდა კავკასიის უნივერსიტეტისა და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ჩაუტარდათ.
გამოცდა შედგებოდა ორი ეტაპისგან: სტუდენტებმა თავიანთი კომპეტენცია უნდა დაადასტურონ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში, სპეციალურად CyberEdu-ის საგანმანათლებლო პლატფორმაზე. სასერტიფიკატო გამოცდა მიმდინარეობდა ეთიკურ ჰაკინგში - ვებ შეღწევადობის ტესტირება.
საგამოცდო პროცესს ხელმძღვანელობდა კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი.
კავკასიის უნივერსიტეტი და Scientific Cyber Security Association - SCSA მეორე წელია BIT SENTINEL_ის ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში.
თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლასა და ასოციაციაში დაინერგა ეთიკური ჰაკინგის მიმართულების საგნები. ასევე, გარკვეული პერიოდულობით კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი SCSA-თან ერთად, დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სთავაზობს ჰაკათონებს, ოლიმპიადებსა და კონფერენციებს.