ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსება მოიპოვეს

29 აპრილი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის და TH Wildau-ს უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის, ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სტუდენტებმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსება მოიპოვეს.

 

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამა არის TH Wildau-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც გასცემს ერთობლივ ხარისხს. პროგრამას აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD.

 

სასწავლო მოდულების პირველი ორი სემესტრი ხორციელდება თბილისში, მესამე სემესტრი - გერმანიაში ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკურ უნივერსიტეტში (TH Wildau). პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება საინჟინრო ლოგისტიკის მაგისტრის ხარისხი ორივე უნივერსიტეტის მიერ.