მონაცემთა დაცვისა და GDPR-ის სეზონური სკოლა სტუდენტებისთვის, 1-ელი სესია

7 მარტი 2023

6 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, მონაცემთა დაცვისა და GDPR-ის სეზონური სკოლის პირველი სესია გაიმართა. პროექტში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს მასშტაბით, რომლებიც კიბერუსაფრთხოებით, მონაცემთა დაცვითა და GDPR-ით არიან დაინტერესებულნი.

 

სეზონური სკოლა სპეციალიზებულია GDPR-სა და მონაცემთა დაცვაზე და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე ჩამოყალიბდა. სეზონური სკოლის პროგრამა მონაცემთა დაცვის მიმართულებით 4 კურსს მოიცავს.

 

კურსები:

  • კიბერ ჰიგიენა;
  • სისტემა და ქსელის დაცვა; 
  • კრიპტოგრაფია;
  • მონაცემთა დაცვა და GDPR.

 

პროგრამა ისეა შემუშავებული, რომ მოკლე პერიოდში (80 აკადემიური საათი) სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს საბაზისო აქტუალური ცოდნა და ამ სფეროში შემდგომი განვითარების შესაძლებლობა.

ვრცლად პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.