ციფრული ლოგისტიკის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

24 მარტი 2023

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ციფრული ლოგისტიკის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა სასწავლო კურსის - "ERP  სისტემები" - ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს SAP ბიზნეს თამაშში: “Introduction to S4HANA”, რომელიც ჩატარდა  მაგდებურგის  SAP უნივერსიტეტის კომპეტენციის  ცენტრის ბაზაზე.

 

მიღებული გამოცდილება სტუდენტებს დაეხმარებათ, რომ კურსის ფარგლებში დაგროვილი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

ბიზნეს თამაშში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამა არის TH Wildau-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც გასცემს ერთობლივ ხარისხს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება საინჟინრო ლოგისტიკის მაგისტრის ხარისხი ორივე უნივერსიტეტის მიერ.

 

სასწავლო მოდულები ტარდება სამი სემესტრის განმავლობაში. პირველი ორი სემესტრი ხორციელდება თბილისში, მესამე სემესტრი - გერმანიაში ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკურ უნივერსიტეტში (TH Wildau).