კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის უნივერსიტეტის ერთობლივი ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა

5 მარტი 2021

CU-ის და TH Wildau-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტი (Digital Logistics Management). კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას CU-ის და TH Wildau-ის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.


ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა არის TH Wildau-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროგრამა, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წარმატებული სტუდენტი მე-3 სემესტრში  DAAD-ის მიერ დაწესებული სტიპენდიით დაფინანსდება.

CU რეგიონში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც ახორციელებს ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის საერთაშორისო  პროგრამას. პროგრამა უნიკალურია თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინური კურიკულუმით, რაც შესაძლებელს ხდის გადაამზადოს მაღალი რანგის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები.

TH Wildau მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.

სამაგისტრო პროგრამა ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტში დაინტერესებულ აპლიკანტებს აძლევს უნიკალურ შანსს, მიიღონ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლოგისტის მართვის და უმაღლესი დონის განათლება ტექნოლოგიებში და შეიქმნან საერთაშორისო კარიერა.

ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა უახლესი და ინოვაციურია, რომელიც აძლევს სტუდენტს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას. ლექციების 80% წარიმართება წამყვანი გერმანელი პროფესორების მიერ, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში.

სასწავლო მოდულები ტარდება წელიწადნახევრის განმავლობაში. სემესტრები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო ერთი სემესტრით სტუდენტი გერმანიაში ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლის, სემესტრის ხანგრძლივობაა 6-დან 8 კვირამდე. 

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
 

 

სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

დარეგისტრირდით ბმულზე და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შინაარსთან დაკავშირებით მისი ხელძღვანელის, ლოგისტიკის ასოციაცის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძისგან.