8 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ პროგრამირების შეჯიბრებათა ციკლ „GeOlymp Series 2012”-ის ფინალს უმასპინძლა. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას საინიციატივო ჯგუფი “GeOlymp” უწევს.
„GeOlymp Series” კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოსწავლეს და სტუდენტს შეუძლია. წელს მონაწილეთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. ფინალამდე მათ ინტერნეტის საშუალებით 5 რაუნდი გაიარეს, ამ რაუნდების ჯამური შედეგების მიხედვით 20 საუკეთესო მონაწილე შეირჩა.
2012 წლის ფინალში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამი საპრიზო ადგილი მოიპოვეს. გამარჯვებულებს ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
”GeOlymp” 2012 წლის ფინალი CST-ში გაიმართა
11 იანვარი