Google-ის თანამშრომლების შეხვედრა სტუდენტებთან

11 იანვარი
სემინარი ციფრული და საძიებო სისტემის მარკეტინგს დაეთმო, კერძოდ, ამ მიმართულებით Google-ის პროდუქციის ეფექტურ გამოყენებას.

სპიკერებმა ისაუბრეს კომპანიის მიერ სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებულ ყოველწლიურ Google Online Marketing Challenge-ზე. ონლაინ მარკეტინგის გამოწვევა არის უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, მიიღონ გამოცდილება და აწარმოონ ახალი მარკეტინგული კამპანიები Google AdWords-ისა და Google+ის გამოყენებით. ბოლო 7 წლის განმავლობაში შეჯიბრში მონაწილეობა 100 ქვეყნის 80, 000-ზე მეტმა სტუდენტმა და პროფესორმა მიიღო.

ყველაზე ეფექტური მარკეტინგული კამპანიის ავტორებისთვის Google სპეციალურ პრიზებს აწესებს, მათ შორის ვიზიტებს კომპანიის ოფისში.


{phocagallery view=category|categoryid=563|limitstart=0|limitcount=0}