კავკასიის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ლიგის მესამე ჰაკატონი/ტური გაიმართა.
ჰაკატონში მონაწილეობდნენ X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდები, რომლებმაც სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე მოახდინეს კიბერუსაფრთხოების/ჰაკინგის ამოცანების შესრულება. პლატფორმაზე წარმოდგენილი დავალებები სპეციალურად იყო შემუშავებული შესაბამისი ასაკის კატეგორიისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მონაწილეობით შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ლიგა, რომლის ფარგლებშიც სეზონური პრინციპით (3 თვეში ერთხელ) ყოველწლიურად იმართება გუნდური ჩემპიონატი 10-12 კლასის მოსწავლეებს შორის.