კონკურსის- ლოგიკური თამაშების ლიგა-დაჯილდოვება

12 მარტი 2022

12 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში აბიტურიენტების კონკურსის - „ლოგიკური თამაშების ლიგის“  - დაჯილდოება გაიმართა.

 

კონკურსის მონაწილეებს უნდა ამოეხსნათ 15 ლოგიკური ამოცანა, რომლისთვისაც გამოყოფილი დრო - 2 საათი და 30 წუთი - იყო.

 

კონკურსის გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ.

 

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 8 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 4 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი, მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/4-ს. მიღებული ვაუჩერი დააფინანსებს კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ 2022-2023 აკადემიურ წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს.