13, 17 და 20 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
მსმენელებმა პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელისგან, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძისგან მიიღეს.
ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა არის TH Wildau-ის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროგრამა, რომელიც გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის ონლაინ პრეზენტაცია 22 მარტს, 20:00 საათზე გაიმართება.
პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.